კალკულატორი

დავის ღირებულება

მოსმენის ფორმა

მოსაკრებლის ოდენობა

რეგლამენტში შესული ცვლილებების შესახებ

შპს „თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტის“ საარბიტრაჟო რეგლამენტში განხორციელდა შემდეგი ცვლილებები:

რეგლამენტის 25-ე მუხლში შევიდა ცვლილება, რომელიც ეხება საარბიტრაჟო განხილვის დაწყებას, კერძოდ, საარბიტრაჟო დავის განხილვის დაწყებად განისაზღვრა არბიტრაჟის მიერ საარბიტრაჟო სარჩელის განსახილველად მიღება. 

რეგლამენტში დაემატა ახალი 364  მუხლი, სადაც განიმარტა არბიტრაჟის მიერ საარბიტრაჟო განხილვის შეჩერების პროცედურა. 

რეგლამენტის 37-ე მუხლში შევიდა ცვლილებები გადაწყვეტილების გამოტანის ვადასთან დაკავშირებით, კერძოდ აღნიშნული ცვლილება გულისხმობს რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილ უნდა იქნას პირველი საარბიტრაჟო სხდომის ჩატარებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში, ასევე აღნიშნული ვადა შეიძლება გაგრძელებულ იქნას როგორც არბიტრაჟის ინიციატივით ასევე მხარეთა შეთანხმებით, თუ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება დადგენილ ვადაში არ იქნება გამოტანილი ან/და არ გაგრძელდება საარბიტრაჟო განხილვის ვადა, საქმის განმხილველი არბიტრაჟის შემადგენლობა უნდა გადადგეს. 

რეგლამენტის 43-ე მუხლში განხორციელდა ცვლილება საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტასთან დაკავშირებით, კერძოდ, საარბიტრაჟო სარჩელზე უარის ან მხარეთა მორიგების შემთხვევაში არბიტრაჟი ვალდებულია დააბრუნოს საარბიტრაჟო მოსაკრებელი ამ მუხლით დადგენილი ოდენობით. თუ მხარეები მორიგედებიან პირველი საარბიტრაჟო სხდომის ჩატარებამდე, არბიტრაჟი ვალდებულია საარბიტრაჟო მოსარჩელეს დაუბრუნოს საარბიტრაჟო მოსაკრებლის 50%, პირველი საარბიტრაჟო სხდომის ჩატარების შემდგომ საარბიტრაჟო მოსაკრებლის 25%. 

რეგლამენტში განხორციელდა ცვლილება საარბიტრაჟო მოსაკრებლის დათვლის წესთან დაკავშირებით, კერძოდ იმ შემთხვევაში თუ დავის საგნის ღირებულება არის 500 001 ლარიდან საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრა არაუმეტეს 30 000 ლარით.

 

განხორციელებული ცვლილებები ძალაში შევა 2023 წლის 01 ნოემბრიდან. 

ცვლილებებს დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ წინამდებარე ბმულის მეშვეობით.