კალკულატორი

დავის ღირებულება

მოსმენის ფორმა

მოსაკრებლის ოდენობა

დავით გელაშვილი


დავით გელაშვილმა იურიდიული განათლება 1999-2004 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო.  მან 2004 წელს ჩააბარა ადვოკატთა და პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

დავითი 2008 წლიდან დღემდე საერთაშორისო იურიდიული კომპანიის „BDO ლეგალის’’ პარტნიორია. იგი ამავე კომპანიაში იურისტის პოზიციას 2004 წლიდან 2008 წლამდე იკავებდა. ის ასევე, არის საინვესტიციო კომპანია J.L. Investments Georgia, Маccaferri, Kartli Generation-ის დირექტორი, 2015 წლიდან კავკასიის უნივერსიტეტი მოწვეული ლექტორი, 2017 წლიდან  GIPA- ს მოწვეული ლექტორი, 2008 წლიდან იუსტიციის სასწავლო ცენტრი მოწვეული ტრენერი, 2021 წლიდან გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი და 2022 წლიდან BRIPA-ს წევრი. ხოლო 2010 წლიდან 2016 წლამდე გახლდათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.

დავითს აქვს 18 წლიანი გამოცდილება ბიზნეს საკონსულტაციო სფეროში იურიდიული მრჩევლის სტატუსით შემდეგი მიმართულებებით: უძრავი ქონების ტრანზაქციების, კორპორატიული გარიგებების, საგადასახადო საკითხების და სხვა სამართლებრივი თემების ანალიზი, due diligence და იურიდიული        დასკვნები. წარმატებული პრაქტიკა საგადასახადო და კერძოსამართლებრივი დავების წარმოებაში. ასევე  ადმინისტრაციულ წარმოებაში,  რომელიც  ითვალისწინებს  სალიცენზიო  და  სანებართვო საქმისწარმოებას ბიზნესის სხვადასხვა სფეროსათვის.

მას უმუშავია ისეთ მნიშვნელოვან კლიენტებთან, როგორიცაა: Wissol, Oriflame, EPF, GEDF, GCF, HUAWEI, HUMANA, Imperial Tobacco, Polzug Intermodal, Pasha Bank, Schirnhofer, ABC Pharma, UGT. Lopota. AVERSI, Borjomi, GIZ, GRC, Lukoil, Maccaferry, EPAM, Skinest Rail Georgia, Grada, Strada, Credit Plus, PAKA, Ericsson, GALINA BLANCA, Geofizyka Toruń S.A, GOGC, Outdoor, SPAN FISHING INDUSRTY, Terma, Khmaladze Architects and more.

გარდა ამისა, მან სხვადასხვა დროს გაიარა არაერთი ტრენინგ კურსი, მასტერკლასი და მონაწილეობას იღებდა კონფერენციებში, მათ შორის:

2004 – 2005 - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია: სპეციალური კურსი კერძო სამართალში;

2005 -  იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრი, ავსტრიის უნივერსიტეტის კურსი ,,ფინანსები იურისტებისათვის’’;

2002 - DAAD-ის სტიპენდია კურსი - გერმანული ენა იურისტებისათვის, გერმანია, ოსნაბრიუკის უნივერსიტეტი;

2001 - ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი, ბერლინი, გერმანია გაცვლითი პროგრამა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის. საერთაშორისო კონფერენცია სამართალში;

2011 - მასტერკლასი – სასწავლო მეთოდების დანერგვაში – USAID, EW Management Institute;

2011 - მასტერკლასი – პრაქტიკული იურიდიული სავარჯიშოების გამოყენება დიდ ჯგუფებში – USAID, EW Management Institute;

2012 - ტრენინგი მედიაციის უნარებში – CEDR (USAID, EWMI, giz, BMZ);

2015 - ტრენინგი სწავლების უნარებში. USAID JILEP. პროფესორი დილეინ სვენსონი.

2015 - ვორკშოპი სასამართლო დავების წარმოება სასაქონლო ნიშნებისა და საავტორო უფლებების სფეროში.

2021 - GCA / SAKPATENTI / GBA / CLDP გადახდისუუნარობის საკვალიფიკაციო ტერენინგი, გამოცდა, ავტორიზაცია.